კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი 100 მილიონი ლარით შეივსო

პუბლიკა

ფონდი, რომელიც  კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვისაა შექმნილი, რამდენიმე წუთის წინ 100 მილიონი ლარით გაიზარდა.

მონაცემების ცვლილებამდე ფონდში დაახლოებით 24 მილიონი ირიცხებოდა ახლა კი ფონდის ანგარიშზე 124 543 899 ლარია.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ შეავსო ამ თანხით ფონდის ბიუჯეტი.