კორონავირუსისგან 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ორი ბავშვია - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს ჟურნალისტებთან საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ ორ პაციენტს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და 16 გამოჯანმრთელებულს დაემატა ორი ადამიანი და ჯამში საქართველოში 18 გამოჯანმრთელებული პაციენტია, მათ შორის ორი ბავშვი.