ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პაციენტი #10 გამოჯანმრთელდა, 26-ე დღეს დატოვა კლინიკა და, რეკომენდაციის შესაბამისად, თვითიზოლაციაში გადავიდა.
„არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი, ყველას ჯანმრთელობისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა რომ 26 დღის განმავლობაში, არც ერთხელ არ მიგრძვნია მათგან არც დაღლა, არც შიში, მხოლოდ სითბო, მხარდაჭერა და ძალიან დიდი შემართება იყო სულ. აქამდეც ჩემი პატივისცემა მათ მიმართ ისედაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ეხლა კიდევ სხვანაირად დავინახე როგორც პაციენტმა. მადლობა თქვენ, ნამდვილად საამაყო ხართ და გამძლეობას გისურვებთ!
ჩვენ კი, როგორც მოქალაქებმა, ჩვენი ვალდებულება აუცილებლად უნდა შევასრულოთ. ვალდებულება კი არის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რომ გამოუსწორებელი ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ირგვლიც მყოფებს, დავრჩეთ აუცილებლად სახლში. მხოლოდ ამ გზით დავამარცხებთ ყველა ერთად ამ გამოწვევას. ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა ინფიცირებულს!”, – წერს ის ფეისბუკზე.