მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 270 136-ია, მათგან განკურნებულთა რიცხვი 90 603-ია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ავადმყოფობის მსუბუქი ფორმით გამოვლენის შემთხვევაში განკურნებისთვის დაახლოებით 2 კვირაა საჭირო, კრიტიკულ შემთხვევებში კი განკურნებას დაახლოებით 6 კვირა სჭირდება.
„პაციენტების 80%-ს დაავადება მსუბუქ ფორმებში გამოუვლინდა, დაახლოებით 14%-ს მწვავე ფორმით, 5%-ს კი კრიტიკული ფორმით“, – აცხადებს ჯანმო.
ამ დროისთვის მსოფლიოში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 11 276-ია, კრიტიკულ მდგომარეობაშია – 7 798.