კორონავირუსით ბოლო 24 საათში 74 ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა.

სტატისტიკის მიხედვით, კორონავირუსის 4901 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 782 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.95% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.97%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 930 შემთხვევა, აჭარა – 602, იმერეთი – 638 ქვემო ქართლი – 249, შიდა ქართლი – 272, გურია – 157, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 298, კახეთი – 471, მცხეთა-მთიანეთი – 114, სამცხე-ჯავახეთი -130, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 236 საიდანაც 7 273 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 192, აჭარაში – 927, იმერეთში – 1 108.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 510 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში – 146, იმერეთში – 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 329 პირი,  მათგან თბილისში – 199, აჭარაში – 26, იმერეთში – 20.

3 499 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 593 – თბილისში, 1 254 – აჭარაში. 50 464 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 74 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 69, ხოლო აჭარაში – 5.

სულ  6 ოქტომბრიდან – 20 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 086 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 563 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 29 458, პირი, აჭარაში – 8 205, იმერეთში – 4 848.