კორონავირუსით გარდაცვლილი 8 პაციენტიდან 3 აჭარაშია

პუბლიკა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა.

90 წლის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დიაგნოზი: კორონავირუსი, პნევმონია, ქრონიკული გასტრიტი, კონვერსიული აშლილობა;

66 წლის, ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დიაგნოზი: პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი;

72 წლის, გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში. დიაგნოზი: გულის უკმარისობა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 928 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი.

ჯანდაცვის ინფორმაციით, მძიმე პაციენტი ქვეყანაში არის 429, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 75.

აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი, მათ შორის, თბილისში – 59, აჭარაში – 25.