კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის 9 ადამიანი თბილისიდანაა, 8 – აჭარიდან

პუბლიკა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი  23 ადამიანიდან 9 პაციენტი თბილისიდანაა, 8 – აჭარიდან.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვყავს 23 გარდაცვლილი, მათ შორის თბილისში – 9 ადამიანი, აჭარაში – 8, იმერეთში – 2, შიდა ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 238 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

დღეს, 27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა – 1262.