საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა კიდევ 35 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 4519 პირი.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 481578 , ბოლო 24 საათში – 4314;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 421532 , ბოლო 24 საათში – 4519;
- მათ შორის გარდაცვლილი – 6371 , ბოლო 24 საათში – 35;
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 34074, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19813, PCR ტესტით – 14261;
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 12,66%, ბოლო 14 დღის – 10,38%, ბოლო 7 დღის – 11,03%;
- სულ აცრილია – 791863, დღიურად აცრილია – 23010;
- კარანტინის რეჟიმში – 72;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6841;
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 3459.
რაც შეეხება ვაქცინაციას, NCDC-ის 15 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 791 863 აცრა. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 237 149 ადამიანი, ხოლო 14 აგვისტოს აიცრა 23 010 პირი.
შენიშვნა*
თავდაპირველად, Publika.ge-ის ამ ნიუსში, როგორც სათაურში, ასევე მასალაში აღნიშნული იყო, რომ გარდაიცვალა 50 ადამიანი. ინფორმაცია ეყრდნობოდა StopCov.ge-ის მონაცემებს, სადაც მითითებული იყო, რომ გარდაიცვალა 50 პირი. მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე მონაცემები ნახევარ საათში ჩასწორდა, რის შემდეგაც განახლდა მასალა.