stopcov.ge-ს განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ეს მონაცემები ვებგვერდზე განახლებული არაა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, სამი ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია და შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო 1 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
დღეის მდგომარეობით, მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 931;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 794;
- მათ შორის გარდაცვლილი – 15;
- კარანტინის რეჟიმში – 3 080;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;