კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა. ინფორმაცია STOPCOV.GE-ზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 10 ახალი შემთხვევიდან 5 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია. მისივე განმარტებით, 3 შემოტანილი შემთხვევაა, რომელთა შორისაა სატვირთო მანქანის მძღოლი. ეზუგბაია აღნიშნავს, რომ დანარჩენი 2 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა – კონტაქტების მოძიება და წყაროს დადგენა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 049;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 903;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 16;
  • კარანტინის რეჟიმში – 5 534;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;