კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 2-ით გაიზარდა. ინფორმაცია STOPCOV.GE-ზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი შემთხვევებიდან 5-ის წყარო არის ე.წ. გაჩიანის კლასტერი, 4 არის შემოტანილი შემთხვევა, 1 შემთხვევაზე მიმდინარეობს წყაროს დადგენა და კონტაქტების კვლევა.

მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 155;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 929;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 16;
  • კარანტინის რეჟიმში – 6 489;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;