საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი. ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.
განახლებული მონაცემები ასეთია:
– კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 921;
– აქედან გამოჯანმრთელდა – 781;
– გარდაიცვალა – 14;
– კარანტინის რეჟიმში – 2687;
– სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 207;
– უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3;