საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 6 გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი შემთხვევა შემოტანილი ანუ იმპორტირებულია საკარანტინო სივრციდან.
„ბოლო რამდენიმე ხანია, ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია, რაც, გარკვეულწილად, დამამშვიდებელია ჩვენთვის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
განახლებული მონაცემები ასეთია:
– კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 908
– მათ შორის გამოჯანმრთელებული – 761
– მათ შორის გარდაცვლილი – 14
– კარანტინის რეჟიმში – 2710
– სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269
– *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3