საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. მონაცემები STOPCOV.GE-ზე განახლდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, ორი შემოტანილი შემთხვევაა, მათგან ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლია, მესამე შემთხვევის კონტაქტებისა და წყაროს კვლევა გრძელდება.
4 აგვისტოს დილის მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1182;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 962;
- მათ შორის გარდაცვლილი – 17;
- კარანტინის რეჟიმში – 7007;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 280;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;