კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 5 გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ სამი ახალი შემთხვევიდან 2 საკარანტინო სივრციდან გადმოყვანილი პაციენტები არიან, ხოლო 1 – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. მისი თქმით, სამივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია.

განახლებული მონაცემები ასეთია:

– კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 917;

– აქედან გამოჯანმრთელდა – 776;

– გარდაიცვალა – 14;

– კარანტინის რეჟიმში – 2687;

– სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260;

– უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.