Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 212 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 38 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 982 პირი.
13 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.21% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.57%.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 272 შემთხვევა, აჭარა – 134, იმერეთი – 899, ქვემო ქართლი – 223, შიდა ქართლი – 250, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 401, კახეთი – 702, მცხეთა-მთიანეთი – 99, სამცხე-ჯავახეთი – 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 448 საიდანაც:
• 4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში;
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 088 პირი;
• 889 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში;
• 26 665 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი;