კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა და კიდევ 4 გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე განახლდა.

ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი შემთხვევებიდან ყველა შემოტანილია და არცერთი არ არის შიდაგადაცემის შედეგი.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 943;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 821;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 15;
  • კარანტინის რეჟიმში – 3080;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;