საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 6 კი გამოჯანმრთელდა. გუშინ საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-17 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით 5 ახალი პაციენტიდან 3 შემოტანილი შემთხვევაა, რომელთაგან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია. ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან 2-ზე, წყაროს დადგენისთვის, ეპიდემიოლოგიური კვლევა და კონტაქტების მოძიების გრძელდება.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1160;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 935;
- მათ შორის გარდაცვლილი – 17;
- კარანტინის რეჟიმში – 6489;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;