საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 2 გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი ინფიცირებულიდან 4-ის დაინფიცირების წყარო ცნობილია, ერთის საპოვნელად კი ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
„ამ 5 ახალი შემთხვევიდან 3 გახლავთ სატვირთო ავტომანქანების მძღოლები. ერთი გახლავთ საკარანტინო სივრციდან დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ერთი შემთხვევა არის, რომლის ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება ინფექციის წყაროს დადგენის თვალსაზრისით. ესე გამოდის [რომ შიდა გავრცელებაა ერთი შემთხვევა]“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
დღეის მდგომარეობით, მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 973;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 846;
- მათ შორის გარდაცვლილი – 15;
- კარანტინის რეჟიმში – 4851;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 31;