საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 კი შიდა გადაცემა.
განახლებული ინფორმაცია ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 963;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 841;
- მათ შორის გარდაცვლილი – 15;
- კარანტინის რეჟიმში – 3903;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 202;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;