საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 837 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.
განახლებული მონაცემები ასეთია:
– კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 837
– აქედან გამოჯანმრთელებული – 697
– გარდაცვლილი – 13
– კარანტინის რეჟიმში – 3213
– სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 303
– უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3