საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 2-ით გაიზარდა. ინფორმაცია STOPCOV.GE-ზე განახლდა.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 6 ახალი შემთხვევიდან 4 არის შემოტანილი, ერთის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო ერთი კი ე.წ. გაჩიანის კლასტერი.
მისივე ცნობით, დღეის მდგომარეობით, Covid-ცენტრებში მკურნალობს 237 პაციენტი.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 137;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 922;
- მათ შორის გარდაცვლილი – 16;
- კარანტინის რეჟიმში – 6 439;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 326;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;