კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, ჯამში, 1213-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 7 ადამიანი. მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 7 ახალი შემთხვევიდან ერთი შემოტანილი შემთხვევაა, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი შემთხვევის კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით ტარდება კვლევა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 213;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 994;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 17;
  • კარანტინის რეჟიმში – 7166;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 282;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;