კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1462 გახდა, – ამის შესახებ ინფორმაცია  stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ის კვლავ 1196-ს შეადგენს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 7 ახალი შემთხვევიდან 3 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. მისი განმარტებით, 2 შემოტანილი შემთხვევაა, რომელთაგანაც ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ეზუგბაიას თქმით, 2 ინფიცირებულის წყარო უცნობია და წყაროს მოსაძიებლად მიმდინარეობს ეპიდ-კვლევა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 462; 
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 196; 
  • მათ შორის გარდაცვლილი – 19;
  • კარანტინის რეჟიმში – 5 806;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;