კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 23 გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 23 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 8 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია: „1 შემთხვევა უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, დანარჩენი კი შემოტანილი შემთხვევები.”

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 939;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 817;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 15;
  • კარანტინის რეჟიმში – 3080;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;