Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 37 ადამიანი. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 789 პირი.
2 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.27%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.50% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.77%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 943 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 519 შემთხვევა, აჭარა – 91, იმერეთი – 68, ქვემო ქართლი – 125, შიდა ქართლი – 15, გურია – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 40, კახეთი -37, მცხეთა-მთიანეთი -13, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 667 საიდანაც:
4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 039, აჭარაში – 487, იმერეთში – 822.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 137 პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 28 087 ადამიანი.