კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

პუბლიკა

stopcov.ge-ის მიხედვით დღის ბოლოს, 2 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ინფიცირებულია 134 ადამიანი.

დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 6 ეროვნული ბანკის თანამშრომლები არიან. ახალ შემთხვევებს შორის არის ბათუმიდან თბილისის ინფექციურში გადმოყვანილი 10 წლის ინფიცირებული ბავშვის დედაა.

საქართველოში 134 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელდა -26 პირი; კარანტინში იმყოფება 5550 ადამიანი; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 281.