კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა დღეს კიდევ 2-ით გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.

ორი ახალი შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ აჭარის საზოგადეობრივ მაუწყებელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. ერთ-ერთ პაციენტს ყაზახეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ხოლო მეორე აჭარის ერთ-ერთი კლინიკის სანიტარია.

ამ დროსითვის განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 948;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 825;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 15;
  • კარანტინის რეჟიმში – 3569;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 199;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;