კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა შორის მძიმედ 427 ფასდება

პუბლიკა

 უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკაზწ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში covid-19-ით ინფიცირებულთა შორის 427 მძიმე პაციენტია.  მათ შორის, თბილისში – 232, აჭარაში – 77. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 97 პირი – მათ შორის, თბილისში – 54, აჭარაში – 20.

დღეს, 24 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1941  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა  10 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 412.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული მონაცემებით, რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1 034
  • აჭარა – 320
  • იმერეთი – 258
  • ქვემო ქართლი – 107
  • შიდა ქართლი – 68
  • გურია – 12
  • სამეგრელო -ზემო სვანეთი – 49
  • კახეთი – 37
  • მცხეთა-მთიანეთი – 36
  • სამცხე-ჯავახეთი – 18
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2