საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის ბავშვი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

ეს ინფორმაცია პუბლიკას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძემ  დაუდასტურა. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე მეტი არაფრის თქმა არ შეუძლია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 307 ადამიანია გარდაცვლილი.

კორონავირუსის გავრცელების ზოგადი სურათი კი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 38936
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 22691
  • მათ შორის გარდაცვლილი – 307
  • კარანტინის რეჟიმში – 3001
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4136
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2245
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41