კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპი, რომლებიც კლინიკა „ბომონდში" მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ

პუბლიკა

კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპი, რომლებიც კლინიკა „ბომონდის“ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ.

„ტყუპი დაბადებისთანავე აპარატზე გადავიყვანეთ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა“, აცხადებს „რუსთავი 2-ის“ ცნობით, კლინიკა „ბომონდის” ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ბარათაშვილი.

ტყუპი ჩვილების დედა კორონავირუსით ორი კვირის წინ გარდაიცვალა.