ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ ინფორმაციით, 47 წლის კოვიდდადებითი ქალი ტყუპის დედა გახდა. მათივე ცნობით, ის შვილს 10 წელი ელოდა.
ტყუპი ბავშვები საკეისრო კვეთის გზით 19 აგვისტოს დაიბადნენ.
კლინიკის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკას 10 ახალშობილი ჰყავს. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა.
დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.