საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ ორით გაიზარდა.

მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს მიხედვით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 110 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 21 გამოჯანმრთელებულია.

ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 4995 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 278.