ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო მიმართულების დირექტორის, მარინა ეზუგბაია თქმით, დღეის მდგომარეობით საქართველოში სულ 77 კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანია და აქედან 34 პირი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
“3 მძიმე პაციენტი გვყავდა და დაგვემატა ერთი მძიმე პაციენტი. გუშინდელის შემდეგ მდგომარეობის პროგრესირება ამ პირთან არ ყოფილა. სიტუაცია სტაბილურია და თუ ასე დარჩა, მდგომაროება გამოსავალი კეთილსაიმედო უნდა იყოს. ერთ ქალბატონთან, რომელსაც პნევმონიასთან ერთად აქვს ჰეპერტენზია, გადაილახა სიმძიმის პერიოდი. ორი პაციენტის და ერთი ასაკოვანი ქალბატონის მდგომარეობა, რომელსაც ასევე აქვს გულის უკამარისობა, მძიმე ნევროლოგიური დაავადება და განვითარდა სეფსისი, ჯერჯერობით მძიმე რჩება. პროგნოზი სერიოზულია და გამოსავალზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
სპეციალურ ვებგვერდზე ინფიცირებულთა რაოდენობაზე ინფორმაცია არ განახლებულა.