კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ შვიდი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული.

გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. უახლესი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა და სულ გამოჯანმრთელებულია 215 პაციენტი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში რვა პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5066 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 528.