კორონავირუსით სამჯერადი რეინფიცირება ქვეყანაში დადასტურებული არ არის - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, ქვეყანაში  კორონავირუსით სამჯერადი რეინფიცირების შესახებ.

„არ არის, ჩვენ არ დაგვიდასტურებია ჯერ. ორჯერადი არის დაახლოებით 7-მდე დადსტურებული კლასიკური პროტოკოლით, დაახლოებით 80-მდე გვაქვს კვლევაში ორჯერადი რეინფიცირება, მაგრამ სამჯერ არცერთი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა 4 743 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 393 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.22%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 10.86% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.98%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 860 შემთხვევა, აჭარა – 677, იმერეთი – 573, ქვემო ქართლი – 277, შიდა ქართლი – 304 გურია – 120, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 297, კახეთი – 386, მცხეთა-მთიანეთი – 113, სამცხე-ჯავახეთი – 98, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 38.