საქართველოს დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.
„ეს არის უკვე მეხუთე შემთხვევა ჩვენი თანამემამულის გარდაცვალებისა საზღვარგარეთ. ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები 64 წლის მამაკაცი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან კავშირზე. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, რომელიც ესპანეთში დაფიქსირდა. ორივე შემთხვევაში, გარდა კოვიდისა, იყო თანმხლები ქრონიკული დაავადებები“, – თქვა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.