კორონავირუსით წელს გარდაცვლილთა 99.7% აუცრელია - გამყრელიძე

პუბლიკა

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გაანალიზდა საქართველოში კორონავირუსით წელს გარდაცვლილთა რაოდენობა და მათი 99.7% აუცრელია.

„გაანალიზდა ასევე აცრილ მოსახლეობაში ინფიცირების მაჩვენებელი, დაახლოებით, 0.3% ორი დოზით აცრილებში და 0.9% ერთი დოზით აცრილებში და აქაც სრულად აცრილებში დაახლოებით 15-ჯერადი განსხვავებაა, ანუ 1000 ადამიანში, ვინც აცრილია და დაემართება კოვიდი, შეიძლება, დაიღუპოს ერთი, მაშინ, როცა 1000 ადამიანში, რომელსაც დაემართება კოვიდი, ალბათობა დაღუპვის არის 15. აცრის დაცვას აქვს სერიოზული საფუძველი, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოწოდება – აცრები ერთ-ერთი მთავარია, რაც მოსახლეობას დაიცავს“, – განაცხადა გამყრელიძემ.


ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 827 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 895 პირი და დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.08 %.