დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გადაცემაში – „გზავნილი სამყაროს“ – საუბრობს იმ ცვლილებებზე, რაც კორონავირუსულმა ინფექციამ სამყაროს მოუტანა.
„კორონავირუსულმა ინფექციამ სერიოზულად შეარყია სამყარო. სერიოზულად შეარყია ადამიანის ცნობიერება. სერიოზულად გამოგვაფხიზლა ყველა.
უნდა გავითავისოთ, რომ არ გვინდა ომები, არ გვინდა ერთმანეთის სიძულვილი, არ გვინდა სროლა, რომ უნდა იყოს მეტი სიყვარული ადამიანებს შორის, უფრო მეტი სოლიდარობა, უფრო მეტი ურთიერთპატივისმცემა…
მეტი ფული მივცეთ არა იარაღის, არამედ მეცნიერების შემქმნელებს, მათ, ვინც კარგ ახალ წიგნებს დაწერს, ვინც კარგ ახალ გადაცემებს გააკეთებს, რომ ადამიანების და საზოგადოების კეთილდღეობა იყოს ნამდვილი კეთილდღეობა.
ამის გაკეთება დღევანდელ საზოგადოებას შეუძლია: თუ იმ ერთნახევარ ტრილიონს, რასაც სამყარო ხარჯავს შეიარაღებაზე, ჩვენ დავხარჯავთ მეცნიერებაზე, განათლებაზე, ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, მაშინ ჩვენ ყველანი ვიქნებით უფრო ბედნიერი, უფრო სამართლიანი. საზოგადოება ამით ბევრად მოიგებს“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.