ფონდი „ქართუ“ მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად სახელმწიფოსთვის ფინანსური სახსრები გამოყოს. ამის შესახებ განცხადება „ქართუმ“ გაავრცელა.
ფონდი აცხადებს, რომ ნებისმიერი ფინანსური ან სხვა სახის დანაკლისი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თავად შეავსოს.
„ქართუ“ ფონდი, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერი საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად”, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.