კორონავირუსთან დაკავშირებით მუშაობას კაფე-ბარებიც წყვეტენ

პუბლიკა

საქართველოში მოქმედი ღამის კლუბების შემდეგ, კორონავირუსთან დაკავშირებით მუშაობას კაფე-ბარებიც წყვეტენ.

ამ ეტაპზე, ამის შესახებ facebook-ზე შემდეგი დაწესებულებები წერენ:

„ეზო • ezo”;

DRAMA Bar;

DAISI • დაისი;

კლუბი „Colibri”;

კლუბი „MIONI”;

Prince Bar;

„დედაენის ბარი”;

ივენთების სერია „Mzesumzira”;

Politika Bar;

Bauhaus Bar;

ბარი DAISI • დაისი;

თბილი სიო Tbili Sio;

„MONO HALL”;

„მზიურის კაფე”;

„Sakhelosno BAR”;

„მოზაიკა”;

Cafe Stamba (ღია სივრცეები მუშაობას აგრძელებს);

CAFE-GALLERY (დროებით შეწყდა როგორც კლუბის, ასევე კაფის ფუნქციონირება);

კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დროებით დაიხურა კლუბები: „მტკვარზე”, „BASSIANI” და „KHIDI”.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 25-ე შემთხვევა დადასტურდა. კარანტინის რეჟიმშია 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 49 ადამიანი გადის.