თბილისი-ბათუმის მატარებელი თბილისიდან დანიშნულ დროზე ვერ გავიდა. საქართველოს რკინიგზაში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრებმა მიიჩნიეს, რომ ორ მგზავრს, მათი აზრით ჩინეთის მოქალაქეებს, სავარაუდოდ გრიპის ნიშნები ჰქონდა რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მატარებელი დატოვეს.
როგორც „პუბლიკას“ რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, ამ დროისთვის მგზავრები ბათუმში სხვა მატარებლით წავიდნენ. სავარაუდოდ ჩინეთის მოქალაქე ორი მგზავრი კი შემოწმებაზე გადაიყვანეს და ისინი ამჟამად შემოწმებას გადიან.