შინაგან საქმეთა სამინისტრო „პუბლიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან პატრულის მობილიზების მიზეზს განმარტავს.
უწყების თქმით, ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი.
„პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცავების მიერ. გამოძიება დაიწყეს თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“, – განუცხადეს სააგენტოს შსს-ში.
„ჩვენს სახლში მშვიდობაა. არჩილი სამსახურშია. კარგ დღეს გისურვებთ“, – წერს facebook-ზე თალაკვაძის მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი.