კოსოვომ რუსი ჟურნალისტი დარია ასლამოვა დააკავა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ჟურნალისტი სერბეთის საზღვარზე მაშინ დააკავეს, როდესაც კოსოვოში შესვლას ცდილობდა, როგორც გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას” კორესპონდენტი.
კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ადასტურებს, რომ დარია ასლამოვა რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის ჯაშუშობით იყო დაკავებული, მონაწილეობდა უკრაინის ომში და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ პროპაგანდას ავრცელებდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა რუსი ჟურნალისტის რამდენიმე ფოტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან ერთად.