კოსტა: EU-ს რამდენიმე წევრმა ქვეყანამ უკვე გამოაცხადა დაპირება უკრაინისთვის 15 მილიარდ ევრომდე თანხის გამოყოფაზე

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოსტამ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რამდენიმე წევრმა ქვეყანამ უკვე გამოაცხადა დაპირება უკრაინისთვის 15 მილიარდ ევრომდე დახმარების გამოყოფის შესახებ.

მისი განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას ომის დაწყების პირველივე დღიდან და 2022 წლიდან €135 მილიარდზე მეტით დაეხმარნენ.

„დაუყოვნებლივ, წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გაზარდონ მხარდაჭერა გაზრდილი ფისკალური სივრცის წყალობით. რამდენიმე წევრმა ქვეყანამ უკვე გამოაცხადა 15 მილიარდ ევრომდე დაპირება. დღეს ჩვენ ასევე დავავალეთ საბჭოს, რომ სასწრაფოდ იმუშაოს შემდგომ ინიციატივებზე უკრაინის მწვავე სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებების გადასაჭრელად.

ამავდროულად, ჩვენ ვემზადებით მხარი დავუჭიროთ უკრაინას, როდესაც ის გადაწყვეტს მოლაპარაკებებში ჩართვას. დავეხმაროთ მას დადებითი შედეგის მიღწევაში, ეს ნიშნავს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“,- თქვა კოსტამ.