კოვიდ-19 ვაქცინაცია რეკომენდირებულია როგორც ორსულებისთვის, ასევე ორსულობის მსურველთათვის - ASRM

პუბლიკა

კოვიდ-19 ვაქცინასთან დაკავშირებით, ამერიკის რეპროდუქციური მედიცინის საზოგადოების რეკომენდაციებში ორსულობასთან მიმართებით,  ნათქვამია, რომ არესბული მონაცემებით, კოვიდ-19 ვაქცინა არ იწვევს უშვილობას ქალებსა და მამაკაცებში.

აქვე ნათქვამია, რომ Pfizer-BioNTech-ის მიერ ჩატარებული რანდომიზებული ბრმა კვლევისას ფეხმძიმობა თანაბრად დაფიქსირდა ვაქცინისა და პლაცებოს ჯგუფებში. მართალია, კორონავირუსის „წვეტის” ცილას გააჩნია მცირე მსგავსება პლაცენტურ syncytin-1 ცილასთან, მაგრამ ვაქცინა არ იწვევს იმუნურ რეაქციას syncytin-1 ცილის მომართ. ვაქცინის შემადგენელო მ-რნმ-ი სწრაფად აითვისება და იშლება კუნთოვანი ქსოვილის მიერ ინიექციის ადგილზე და, შესაბამისად, იგი პლაცენტას ვერ გადალახავს. კოვიდ-19 ინფექციის აცილების მიზნით, კოვიდ-19 ვაქცინაცია რეკომენდირებულია როცორც ორსულებისთვის, ასევე ორსულობის მსურველი პაციენტებისთვის.

რეკომენდაციების თარგმანს მარინა გვახარია სოციალურ ქსელში ავრცელებს, აშშ-ის კალიფორნიის შტატში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქალაქ პალო ალტოს სამედიცინო ფონდის ინ ვიტრო ლაბორატორიის დირექტორი.