კოვიდინფიცირებული აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება - განათლების სამინისტრო

პუბლიკა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა.

როგორც განათლების სამინისტრო აცხადებს, აბიტურიენტს ერთი ჩასაბარებელი გამოცდა აქვს დარჩენილი და 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება. ამ გამოცდის ჩაბარება კი იქ შეეძლება, სადაც მკურნალობის კურსს გადის.

„აღნიშნული აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს გადის. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ.

ოვიდ-ინფიცირებული აბიტურიენტისთვის დარჩენილი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უწყება წერს, აბიტურიენტს კორონავირუსი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ დაუდასტურდა.