კოვიდის მიზნებისთვის 4000-მდე საწოლი მოვამზადეთ - თამარ გაბუნია

პუბლიკა

„აქ ერთი წუთით მინდა, შევჩერდე იმაზე, რას ნიშნავდა კოვიდი ჯანდაცვის სისტემისთვის. ჯანდაცვის სისტემისთვის კოვიდმა გამოწვევებთან ერთად შესაძლებლობები შექმნა. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები გრძელვადიანი მიზნებისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სისტემის ანგარიშის პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, შესაძლებლობების გაძლიერება აისახება ჰოსპიტალური სექტორის ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა  და ინფექციის კონტროლზე.

„აქ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დროულად ამოვიცნოთ რისკი და გვქონდეს მათზე სათანადო პასუხი. საერთაშორისო გამოცდილება მიუთითებს, რომ შესაძლებელია ამ რისკების გაზომვა. სტრატეგიების ადაპტირება და მოდიფიცრება მათ შესაბამისად. როცა რისკზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებლის განსაზღვრა. ასევე, ახალი შემთხვევების დათვლა და ასევე მნიშვნელოვანია, შევხედოთ, რა გვაქვს ჯანდაცვის ნაწილში იმის საპასუხოდ, რასაც ეპიდემია ჩვენ წინაშე აყენებს. ამ შემთხვევაში საუბარია საწოლფონდის მზადყოფნაზე. საწოლფონდი, რომელიც ჩვენ კოვიდის მიზნებისთვის მოვამზადეთ, არის დაახლოებით 4000 საწოლი. მიმდინარეობს  მუდმივი მონიტორინგი, რომ თუ მატება იქნება ეპიდემიის, გვქონდეს რესურსი, როგორც საწოლფონდის, ისე ადამიანური რესურსისა და მართვითი სუნთქვის აპარტების სახით, რაც დაუყოვნებელი რეაგირების საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.