კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

პუბლიკა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 9 სექტემბერს, ბათუმის ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა. მათივე განმარტებით, ინფიცირებული მამაკაცი სასტუმროში განსათავსებლად იყო მისული.

,,პაციენტს კოვიდ სასტუმტოში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით.

ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება”, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.