კოვიდსერტიფიკატის მისაღებად შექმნილი აპლიკაცია Apple-ის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია

პუბლიკა

კოვიდსერტფიკატის მისაღებად შექმნილი მობილური აპლიკაცია – Georgia e-Health – Apple-ის მომხამრებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. რაც შეეხება Android-ს, ჯანდაცვის სამინისტროში „პუბლიკასთან“ ამბობენ, რომ აპლიკაცია მალე გახდება ხელმისწავდომი, ამ ეტაპზე კი შიდა განხილვა მიმდინარეობს.

განხალება: აპლიკაცია Android-ის მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

აპლიკაციაზე Georgia e-Health-ზე დარეგისტრირების შემდეგ მოქალაქეები QR-კოდს მიიღებენ, რომელზეც დატანილია ინფორმაცია ვაქცინაციის, PCR ტესტისა და კოვიდინფექციის გადატანის შესახებ.

ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდსერტიფიკატი 15 ნოემბერს აღიარა, შესაბამისად, საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდპასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრებულია 49 ქვეყანა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერტიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.

ამასთან, 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის;

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს იმ ობიექტების ჩამონათვალს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას:

  • კვების ობიექტები;
  • რესტორნების, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში;
  • კინოთეატრებში;
  • თეატრებში;
  • ოპერაში;
  • მუზეუმებში;
  • საკონცერტო დარბაზებში;
  • გასართობ ცენტრებში;
  • სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე;
  • სპა-ცენტრებში;
  • ფიტნეს-დარბაზებში;
  • სასტუმროებში;
  • სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე;